თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი აგრძელებს შეხვედრებს "აგორაზე" - სემინარების, მოხსენებების და პრეზენტაციების ციკლს კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგიის მიმართულებით.
2024 წლის 29 და 31 ოქტომბერს, 18.00 საათზე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ვენა, ავსტრია) პროფესორი იშტვან პერცელი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებებს:
29 ოქტომბერი, 18.00 - თსუ მერვე კორპუსი, აუდიტორია 220
“Pseudo-Dionysius the Areopagite: Origenist Metaphysics and Antiochian Christology” - ფსევდო-დიონისე არეოპაგელი: ორიგენისტული მეტაფიზიკა და ანტიოქიური ქრისტოლოგია;
31 ოქტომბერი, 18.00 - თსუ მერვე კორპუსი, აუდიტორია 220
“The Place of Ioanne Petritsi in Byzantine Philosophy.” - იოანე პეტრიწის ადგილი ბიზანტიურ ფილოსოფიაში.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N 13, მეორე სართული, აუდიტორია N 220